მე და ჩემმა მოსწავლეებმა ამ პროექტზე გულმოდგინეთ ვიმუშავეთ, ბევრი ვიწვალეთ, ვიფიქრეთ, ვაკეთეთ, ვშალეთ, ვაწყეთ, ვიმსჯელეთ, ვადარეთ, ვიკამათეთ, ვაანალიზეთ, ვიკითხეთ, ვიკვლიეთ, ვისწავლეთ... არც არაფერს ველოდით და არც რაიმე კონკურსისთვის ვემზადებოდით... ეს იყო 2014 წლის თებერვალ-მარტში, ასეთი ფორმით გვინდოდა გვესწავლა ეს ნაწარმოები და ვისწავლეთ კიდეც. ამ პროექტში მათი პარტნიორი ვიყავი და არა - მასწავლებელი, ეს ნამდვილად ასე იყო! ეს ჩვენი პირველი სასწავლო პროექტი არ ყოფილა. სწავლების ამ მეთოდს მოსწავლეები კარგად იცნობდნენ და ხალისით აკეთებდნენ ყველაფერს... ამ სახით სწავლების გამო გავხდი წლების წინ ინოვატორ ექსპერტი მასწავლებელი და ამგვარმა სწავლების ფორმამ მომახვედრა მსოფლიოს საუკეთესო 250 მასწავლებელს შორის... ერთი თვის წინ გამოცხადდა ეს კონკურსი, გავგზავნე მასალები და მოვხვდი ფინალისტთა შორის( ვფიქრობ, ეს უფრო ჩემი ყოფილი მოსწავლეების დამსახურეებაა, ვიდრე ჩემი), პრიზიც მივიღე, საქებარი სიტყვებიც, სერტიფიკატიც საუკეთესო პორტფოლიოსთვის და კრედიტიც, მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა-განცდა დამიტოვა ამ ყველაფერმა... ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი!
0 коммент.:
Отправить комментарий