საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურში გამარჯვებულ მასწავლებლებს უმასპინძლა და საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა მათ. მასწავლებლებმა საქართველოს სკოლებიდან , მონაწილეობა ორ კონკურსში (Innovative Educator Expert და Mixathon Challenge) მიიღეს, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. Mixathon Challenge-ის გამარჯვებულებმა სპეციალურ პრიზები მიიღეს ხოლო, Innovative Educator Expert-ის გამარჯვებული ორი მასწავლებელი 2016 წლის 8-10 მარტს ბუდაპაშტში (უნგრეთი), Microsoft Educator Exchange გლობალურ კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 300 საუკეთესო მასწავლებელი ექსპერტი.
0 коммент.:
Отправить комментарий