понедельник, 4 апреля 2016 г.

ჩვეულებრივი სოფლელი მასწავლებელი ვარ

არაფერი დიდი და გრანდიოზული, არაფერი სასწაული და არაჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული და საოცარი არ მიკეთებია ეს წლები. ერთი ჩვეულებრივი სოფლის ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, რის საშუალებასაც ჩემი გასაცოდავებული სკოლა და ინფრასტრუქტურა მაძლევს, იმასაც ვაკეთებ, ისეც ვიქცევი და იმნაირადაც ვგეგმავ და წარვმართავ სწავლებასაცა და სწავლასაც, მაგრამ თურმე ამ პირობებშიც შეიძლება ისე იმუშაო, რომ მოხვდე მსოფლიოს საუკეთესო 200 და სამას მასწავლებელს შორის ზედიზედ სამი წლის განმავლობაში და მიიღო ექსპერტ-ინოვატორ პედაგოგის სტატუსი,დიდი შრომის შედეგად გახდე Microsoft Master Trainer-ი, დაესწრო გლობალურ ფორუმს ქვეყნის გარეთ და უამრავი მასწავლებლის გამოცდილება გაიზიარო მთელი მსოფლიოდან, ჩაერთო საერთაშორისო პროექტებში მოსწავლეებთან ერთად, გაიარო რამდენიმე ონლაინ კურსი ინგლისურ ენაზე, მონაწილეობდე საერთაშორისო ფორუმებში საგანმანათლებლო თემატიკაზე, შენი ბლოგი მოხვდეს მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ბლოგების ჩამონათვალში, ეძებდე გზებს, როგორ დააინტერესო მოსწავლეები ქართული ენა-ლიტერატურით, რადგან ყველა თვლის, რომ ქართული გადასარევად იცის და ზედმეტი სწავლა საჭირო აღარაა... მე ამ კონკურსებზე და შესარჩევ ტურებზე ჩვეულებრივ გაკვეთილებს ვაგზავნი და ვაჩვენებ, არაფერს ვიგონებ, არაფერს ვამატებ, არაფერს ვთხზავ...  დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს, ისინი რომ არა,მე ვერაფერს მივაღწევდი

0 коммент.:

Отправить комментарий

Copyright © My achievements | Designed With By Blogger Templates
Scroll To Top