ვიცოდი, რომ მშვენიერი და ძალიან კარგი პრიზი მერგო და მოუთმენლად ველოდი კუთვნილი საჩუქრის "მიღებას” რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამაყი ვარ და მიხარია ძალიან, რომ ჩემი დამსახურებით ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთი წლის განმავლობაში უამრავი შესაძლებლობა ეძლევათ სწავლისა და თვითგანვითარებისათვის. მოსწავლეებს შეუძლიათ, დაეუფლონ მარტივ პროგრამირებას, აითვისონ სხვადასხვა სასწავლო პროგრამა, გამოიმუშაონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ისწავლონ საპროექტო მუშაობა, თანამშრომლობა, ინდივიდუალური მუშაობა, იმუშაონ ონლაინ მათზე მორგებული სასწავლო გრაფიკით, ნახონ უამრავი სასწავლო ვიდეო, სიმულაციები, სასწავლო გეგმები(ამისთვის აკადემია უამრავ გზას სთვაზობს: MS Press books
and eBooks
Wiley resources, including print MOAC,
OfficeGrader and OfficeTrainer Microsoft Official Courseware (MOC), ჩააბარონ გამოცდები, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატები , ჩემს კოლეგებს ეძლევათ შესაძლებლობა თვითგანვითრებისათვის, საკუთარი საქმიანობის დემონსტრირებისათვის, მასალების გაზიარებისათვის,შეუძლიათ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, დაეუფლონ სხვადასხვა პედაგოგიურ უნარს, ჩააბარონ გამოცდები და მიიღონ სერტიფიკატები:
Microsoft Office Specialist (MOS)
Microsoft Technology Associate (MTA)
Microsoft Certified Trainer (MCT)
Microsoft Innovative Educator Trainer
Imagine Academy Member-Only Community
Microsoft Certified Educator (MCE)
მოპოვებული ერთწლიანი ლიცენზიის წყალობით ჩემს სკოლას ეკუთვნის 10 MCE + 10 MOS
+ 10 MTA საგამოცდო ვაუჩერი. იმედი მაქვს, ერთი წლის შემდეგ ბევრ ბედნიერ და კმაყოფილ სახეს ვნახავ ჩემს სკოლაში, უფრო თავდაჯერებული და განსწავლულები ვიქნებით და მიღწეულსაც არ დავჯერდებით .
რუსა გადაჭარბებულს არაფერს ვიტყვი თუ გეტყვი, რომ შენ ხარ ერთადერთი ვინც შეძლო თავდაუზოგავი შრომით ესწავლა, შეექმნა, განვითარებულიყო და განევითარებინა კოლეგებიც, ვისაც არ ეზარება საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სხვას უანგაროდ და ვინც ყოველთვის ეძებს სიახლეებს. ღმერთი იყოს შენი მფარველი ჩემო ლამაზო, მიყვარხარ, მეიმედები და ამაყი ვარ შენით. :)
ОтветитьУдалитьრუსა გადაჭარბებულს არაფერს ვიტყვი თუ გეტყვი, რომ შენ ხარ ერთადერთი ვინც შეძლო თავდაუზოგავი შრომით ესწავლა, შეექმნა, განვითარებულიყო და განევითარებინა კოლეგებიც, ვისაც არ ეზარება საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სხვას უანგაროდ და ვინც ყოველთვის ეძებს სიახლეებს. ღმერთი იყოს შენი მფარველი ჩემო ლამაზო, მიყვარხარ, მეიმედები და ამაყი ვარ შენით. :)
ОтветитьУдалить